„ლილო მოლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისში, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სასაწყობე და კომერციული მაღაზიებია განთავსებული.
„ჩვენი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 22 სახანძრო ავტოცისტერნა.
ყველა ახალი ამბავი
0