თვითმმართველობის არჩევნების წინ ცესკოს თავმჯდომარეს იარაღის ტარების უფლება ექნება

© Courtesy of Parliament of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
საქართველოში სამსახურებრივი იარაღის ტარება მკაცრად კონტროლდება წესებით, რომელიც მის გამოყენების პირობებს განსაზღვრავს.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში „იარაღის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რამდენჯერმე გახდა თავდასხმის ობიექტი.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება თავმჯდომარის გარდა, ექნებათ ცესკოს სხვა წევრებსაც, რომელთა მიმართ არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ. აღნიშნული შესაძლებლობა არ ექნება ცესკოს იმ წევრს, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქართველოში სამსახურებრივი იარაღის ტარება მკაცრად კონტროლდება წესებით, რომელიც მის გამოყენების პირობებს განსაზღვრავს. პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ სამსახურებრივი იარაღი მხოლოდ სიცოცხლისათვის საფრთხის შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0