თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, ხვალ, 29 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 29 იანვარს დილის 09:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 იანვარს, დილის 09:00 საათიდან 30 იანვრის დილის08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, შუამთის ქუჩაN10, კახეთის გზატკეცილის N17-23 კენტ ნომრებს, N10, 34, 36 და 38 , ხომლელის ქუჩა N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და ჩიხს, წულუკიძის 1-ელ და მე-2 შესახვევს, მე-3 შესახვევის N1, 2, 3, 4, 5, მე-4 შესახვევის N8-და N10, ზანდუკელის ქუჩა N22- 34 ლუწ ნომრებს N 21- 51 კენტ ნომრებს, ჯავახეთის ქუჩაN66-152, ჯავახეთის 1-ელ, მე-2 და მე-3 შესახვევს, შანდორ პეტეფის ქუჩა N1, 3, 5, 6, 7, 13, 19, ხომლელის ქუჩაN56, კვაჭანტირაძის ქუჩა N2, 3, 5, 8, 8ა; ჯავახეთის 3ა, ჯავახეთის 12/26, გიორგი მელიქიშვილის, კუპრაძის ქუჩა N2ე, 28, იოსებ და ლეონ ორბელების, მიტროფანე ლაღიძის, ონაშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის და იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს, აეროდრომის დასახლების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 ქუჩებს, მე-8 ლეგიონის და სამგორის დასახლებას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0