https://sputnik-georgia.com/20250128/demna-gvasalias-saprangetshi-xelovnebis-raindis-wodeba-mianiches-291911762.html
დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭეს
დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭეს
Sputnik საქართველო
დემნა გვასალია პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო. 28.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-28T14:17+0400
2025-01-28T14:17+0400
2025-01-28T14:21+0400
საქართველო
საქართველოს სიამაყე
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/75/236907514_0:0:3474:1955_1920x0_80_0_0_723f3c3d1ff78ae30b276532d65a084e.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საყოველთაოდ ცნობილმა მოდის დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიიღო.ჯილდო, რომელიც კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, დიზაინერს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ გადასცა.დიზაინერს ეს ჯილდო მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.თუმცა, მან შეავსო სხვა გამოჩენილი ქართველების რიგები, რომლებიც სხვადასხვა წლებში აღნიშნული ორდენით დაჯილდოვდნენ. ესენია რეზო გაბრიაძე, ლანა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და სხვები. დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და უამრავი სხვა.მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23690/75/236907514_70:0:3226:2367_1920x0_80_0_0_2775771e8882fdd647582a200f6d0e69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭეს
14:17 28.01.2025 (განახლებულია: 14:21 28.01.2025) დემნა გვასალია პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საყოველთაოდ ცნობილმა მოდის დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება მიიღო.
ჯილდო, რომელიც კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, დიზაინერს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ გადასცა.
დიზაინერს ეს ჯილდო მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ დემნა პირველი ქართველი და პირველი დიზაინერია აღმოსავლეთ ევროპიდან, ვისაც საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება და მედალი გადასცეს.
თუმცა, მან შეავსო სხვა გამოჩენილი ქართველების რიგები, რომლებიც სხვადასხვა წლებში აღნიშნული ორდენით დაჯილდოვდნენ. ესენია რეზო გაბრიაძე, ლანა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და სხვები.
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას მიერ შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და უამრავი სხვა.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.