ალიევი: აშშ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის წინააღმდეგი იყო

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
ალიევის თქმით, შეერთებული შტატები სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაზე, რათა იგი არ დათანხმებულიყო პროექტის განხორციელებაზე.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. აშშ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამოვიდა, ჩათვალა რა, რომ პროექტი სომხეთს გვერდზე დატოვებდა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
„ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, მიზეზი კი პროსომხური პოლიტიკა იყო, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს პროექტი გვერდზე ტოვებდა სომხეთს", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაზე, რათა იგი არ დათანხმებულიყო პროექტის განხორციელებაზე. აზერბაიჯანმა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად შეძლო ქართულ მხარესთან შეთანხმების მიღწევა.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, აღნიშნული სარკინიგზო ხაზით ტვირთგადაზიდვა ჯერ კიდევ დაბალ დონეზე იყო. ამრიგად, 2022 წელს (ბოლო მონაცემები 2023 წლის რეკონსტრუქციის დაწყებამდე) BTK-ით ტრანსპორტირებამ შეადგინა 690 ათასი ტონა.
რას აკეთებს საქართველო
ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი ითვალისწინებს „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას.
სრულად გარემონტდა „მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო გზის 153 კმ მონაკვეთი და სრულდება „ახალქალაქი-კარწახის" 27-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა.
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცებულმა რკინიგზამ მუშაობა 2024 წლის 20 მაისს დაიწყო - BTK-ის წლიური გამტარუნარიანობა 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.
ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გარდაქმნას რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
ყველა ახალი ამბავი
0