https://sputnik-georgia.com/20250127/roman-dolidze-marvin-vetoris-daupirispirdeba-291897947.html
რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას იტალიელ მარვინ ვეტორისთან ჩაატარებს
რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას იტალიელ მარვინ ვეტორისთან ჩაატარებს
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მეათე ადგილზეა 27.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-27T18:19+0400
2025-01-27T18:19+0400
2025-01-27T18:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249024772_0:49:1078:655_1920x0_80_0_0_01d127a001995b3c3d3c6bfca72669f1.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ის ორგანიზაციის ეგიდით მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს, იუწყება „პირველი არხი".საშუალო წონაში დაპირისპირება ლას-ვეგასში 16 მარტს ჩატარდება. ბრძოლა ხუთი რაუნდი გაგრძელდება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება. ვეტორისა და დოლიძისთვის ეს მეორე ჩხუბია. პირველი ბრძოლა 2023 წლის 18 მარტს გაიმართა და გამარჯვება იტალიელს დარჩა.ამ მომენტისთვის რომან დოლიძეს MMA-ის კარიერაში 14 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო მის იტალიელ მეტოქეს შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული – 19 მოგება, 7 მარცხი და 1 ფრე. დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249024772_70:0:1009:704_1920x0_80_0_0_81fb9733dc033bc731c7cb6532d4b344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რომან დოლიძე UFC-ში მომდევნო ბრძოლას იტალიელ მარვინ ვეტორისთან ჩაატარებს
ამ დროისთვის დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მეათე ადგილზეა
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ის ორგანიზაციის ეგიდით მორიგ ბრძოლას იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს, იუწყება „პირველი არხი".
საშუალო წონაში დაპირისპირება ლას-ვეგასში 16 მარტს ჩატარდება. ბრძოლა ხუთი რაუნდი გაგრძელდება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება. ვეტორისა და დოლიძისთვის ეს მეორე ჩხუბია. პირველი ბრძოლა 2023 წლის 18 მარტს გაიმართა და გამარჯვება იტალიელს დარჩა.
ამ მომენტისთვის რომან დოლიძეს MMA-ის კარიერაში 14 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო მის იტალიელ მეტოქეს შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული – 19 მოგება, 7 მარცხი და 1 ფრე.
ქართველი მებრძოლი საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მეათე ადგილზეა, ხოლო იტალიელი მეშვიდე პოზიციას იკავებს.
დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.