როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2025
გამოწერა
2024 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.230 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 5,2%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით ფასები 10,4%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 54,3%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები გასული წლის მეოთხე კვარტალში მესამეკვარტალთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა, 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 9,8%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

5 987

ვაკე

5 451

საბურთალო

4 174

ჩუღურეთი

3 945

დიდუბე

3 854

კრწანისი

3 760

ნაძალადევი

3 739

გლდანი

3 394

ისანი

3 513

სამგორი

3 391

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით, 6,7%-ით გაიზარდა, 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 12,3%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

4 472

დიდუბე

3 656

ვაკე

3 558

საბურთალო

3 353

ჩუღურეთი

3 014

კრწანისი

2 870

ისანი

2 794

გლდანი

2 683

ნაძალადევი

2 667

სამგორი

2 505

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.230 ლარი, თეთრი კარკასი – 3.562 ლარი, მწვანე კარკასი – 4.085 ლარი.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი – 2.868 ლარი, თეთრი კარკასი – 3.250 ლარი, მწვანე კარკასი – 3.667 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0