https://sputnik-georgia.com/20250127/ilia-meore-albanetis-mtavarepiskoposis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-291898386.html
ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ანასტასიოსი 1992 წლიდან იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი. 27.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-27T12:47+0400
2025-01-27T12:47+0400
2025-01-27T12:51+0400
საქართველო
ალბანეთი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_0:104:1512:956_1920x0_80_0_0_939ce543edc0b5a9302b9a2f71b26305.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.95 წლის ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 25 იანვარს გარდაიცვალა. იგი 3 იანვრიდან მკურნალობის კურსს ათენის „ევანგელიზმოს" ჰოსპიტალში გადიოდა.საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მთელ ალბანურ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადა.„აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ", - ნათქვამია წერილში.ანასტასიოსი 1972 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1991 წლის იანვარში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაიგზავნა ალბანეთში ეგზარქოსად, ალბანეთის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის აღსადგენად. 1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსად აირჩია.1992 წლიდან 2025 წლის 25 იანვრამდე იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი.
საქართველო
ალბანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251490129_239:106:1441:1008_1920x0_80_0_0_6d47ee1aa46dee58fa52a953ca767b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ალბანეთი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ალბანეთი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
12:47 27.01.2025 (განახლებულია: 12:51 27.01.2025) ანასტასიოსი 1992 წლიდან იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
95 წლის ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 25 იანვარს გარდაიცვალა. იგი 3 იანვრიდან მკურნალობის კურსს ათენის „ევანგელიზმოს" ჰოსპიტალში გადიოდა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მთელ ალბანურ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადა.
„აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ", - ნათქვამია წერილში.
ანასტასიოსი 1972 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1991 წლის იანვარში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაიგზავნა ალბანეთში ეგზარქოსად, ალბანეთის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის აღსადგენად. 1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსად აირჩია.
1992 წლიდან 2025 წლის 25 იანვრამდე იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი.