https://sputnik-georgia.com/20250127/beraias-deputatis-uplebamosilebis-shewyvetas-mxari-dauchires-291899796.html
საპროცედურო კომიტეტმა ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო კომიტეტმა ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარში ბერაია იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა. 27.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-27T15:37+0400
2025-01-27T15:37+0400
2025-01-27T15:37+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287190980_0:3:881:498_1920x0_80_0_0_985ec593d3c996c96b06bf63639a954a.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბერაიამ საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა - „ხალხის ძალის" წევრი და მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 13 იანვარს იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.კომიტეტი შესაბამის დასკვნას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს.პროფესიით ეკონომისტი ბერაია მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. ბერაია „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/05/287190980_106:0:773:500_1920x0_80_0_0_0989d9e898f82d791bd71fef410eb33a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საპროცედურო კომიტეტმა ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
მიმდინარე წლის იანვარში ბერაია იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბერაიამ საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა - „ხალხის ძალის" წევრი და მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 13 იანვარს იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან.
კომიტეტი შესაბამის დასკვნას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს.
პროფესიით ეკონომისტი ბერაია მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. ბერაია „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.
პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.