თამბაქოს ნაწარმზე აქციზი - შემოსავალი და სიახლეები

© Sputnik / Natia Kvartskhavaსავაჭრო ჯიხური
სავაჭრო ჯიხური - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2025
გამოწერა
1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს თითქმის ყველა პროდუქტზე აქციზის გაზრდას
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა 21%-ით გაიზარდა და 1,24 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 215 მილიონით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.
აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც მომხმარებელი სახელმწიფოს უხდის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შეძენისას.
თამბაქოს აქციზის შემოსავალი - 2024 წელი

თამბაქოს აქციზი

2024 წლის შემოსავალი თამბაქოს აქციზიდან

ზრდა/კლება, % 2023 წელთან შედარებით

ადგილობრივი ნაწარმი

46.925,148

0

იმპორტირებული თამბაქოს ფიქსირებული აქციზი

562.653,601

19

იმპორტირებული თამბაქოს ადვალური აქციზი

637.773,169

24

სულ

1,247,351,918

21

ამასთან, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს თითქმის ყველა პროდუქტზე აქციზის გაზრდას.
კერძოდ, აქციზის გადასახადი სიგარაზე 1,9-დან 2,1 ლარამდე გაიზარდა, სიგარილებზე (20 ღერი) - 2,2-დან 2,4 ლარამდე, სიგარეტზე (20 ღერი) - 1,7-დან 1,9 ლარამდე.
გარდა ამისა, თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით ნაწარმზე (ამ კატეგორიაში შედის IQOS) -1,7 ლარიდან 1,85 ლარამდე.
ხოლო ნიკოტინის შემცველ ნაწარმზე, რომელიც დანარჩენ კატეგორიაში არ ხვდება - 1-დან 1,2 ლარამდე.
პროგნოზების მიხედვით, მხოლოდ სიგარეტზე აქციზის გაზრდა ბიუჯეტს დამატებით 65,2 მლნ ლარის მიღების საშუალებას მისცემს. ბიუჯეტი კიდევ 4,5 მილიონს მიიღებს გასახურებელი თამბაქოს (iQOS) ღერებზე აქციზის გაზრდიდან. 1,9 მილიონი ლარი კი - სხვა კატეგორიებზე აქციზის გაზრდიდან მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0