https://sputnik-georgia.com/20250126/shalva-papuashvili-ungretshi-gaemgzavra-291893534.html
შალვა პაპუაშვილი ოფიციალურ ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალურ ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. 26.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-26T20:25+0400
2025-01-26T20:25+0400
2025-01-26T21:08+0400
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e9c46ecb3d950e30bfccaaf9555b9a3e.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები უნგრელ კოლეგა ლასლო კოვერთან, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობებიბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_79:0:1218:854_1920x0_80_0_0_9dcf886bcec85719938852f32f1f17a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ოფიციალურ ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
20:25 26.01.2025 (განახლებულია: 21:08 26.01.2025) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები უნგრელ კოლეგა ლასლო კოვერთან, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.
2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.
უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.