https://sputnik-georgia.com/20250126/parlamenti-beraias-uflebamosilebis-shewyvetaze-imsjelebs-291892538.html
პარლამენტი ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
პარლამენტი ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარში ბერაია იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა. 26.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-26T18:03+0400
2025-01-26T18:03+0400
2025-01-26T18:02+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 იანვრის სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.კომიტეტი შესაბამის დასკვნას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს.ირაკლი ბერაიამ, რომელიც „ხალხის ძალის" წევრი და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია, საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა - იგი იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.პროფესიით ეკონომისტი ბერაია მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. ბერაია „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტი ირაკლი ბერაიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
მიმდინარე წლის იანვარში ბერაია იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 იანვრის სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.
კომიტეტი შესაბამის დასკვნას საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე წარადგენს.
ირაკლი ბერაიამ, რომელიც „ხალხის ძალის" წევრი და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია, საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა - იგი იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის მეოთხე მოადგილედ დაინიშნა.
პროფესიით ეკონომისტი ბერაია მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. ბერაია „ხალხის ძალას" 2022 წელს შეუერთდა.
პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში სადეპუტატო უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს შეუწყვიტა. მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.