https://sputnik-georgia.com/20250126/kvaracxeliam-saprangetshi-sadebiuto-shexvedra-gamarta-291889226.html
კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა
კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა
Sputnik საქართველო
ლუის ენრიკემ სადებიუტო შეხვედრაში კვარაცხელია სამ პოზიციაზე ათამაშა 26.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-26T13:49+0400
2025-01-26T13:49+0400
2025-01-26T13:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
საფრანგეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:800:451_1920x0_80_0_0_fc8740f19a300f552d9e424908211b28.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის შემადგენლობაში „რეიმსის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა და ასისტიც მიითვალა.„პარკ დე პრენსის" სტადიონზე გამართული მატჩი ფრე ანგარიშით - 1:1 დასრულდა. „პსჟ" ამ სეზონში ლიგა 1-ში დაუმარცხებელია და 19 ტურის შემდეგ 47 ქულით ლიდერობს. მატჩის დაწყებამდე კვარაცხელია გულშემატკივრებს წარუდგინეს - ქართველი მოთამაშის სახელს მთელი სტადიონი სკანდირებდა. კვარამ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მეტოქის მცველმა მის წინააღმდეგ დაშვებული უხეში დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.მეორე ტაიმის დასაწყისში კი კვარაცხელიამ ახალ გუნდში პირველად გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – დასარტყმელ პოზიციაზე უსმან დემბელე დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მალე თავად კვარაცხელია შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ ბურთი მოიგერია.56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – სწრაფი კონტრშეტევა კეიტო ნაკამურამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1.ლუის ენრიკემ სადებიუტო შეხვედრაში კვარაცხელია სამ პოზიციაზე ათამაშა – ხვიჩამ შეხვედრა მარცხენა ფლანგზე დაიწყო, შემდეგ მწვრთნელმა მოედნის ცენტრში გადაიყვანა, ბოლოს კი ნომინალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშა. ქართველმა 83 წუთი ითამაშა და მენდეშთან ერთად მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა.„პსჟ" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.კვარაცხელია, რომელიც ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, მოედანზე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:712:533_1920x0_80_0_0_6a3492b43aeb42e55fcac35b1ad08fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საფრანგეთი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საფრანგეთი , ახალი ამბები
კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა
ლუის ენრიკემ სადებიუტო შეხვედრაში კვარაცხელია სამ პოზიციაზე ათამაშა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის შემადგენლობაში „რეიმსის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა და ასისტიც მიითვალა.
„პარკ დე პრენსის" სტადიონზე გამართული მატჩი ფრე ანგარიშით - 1:1 დასრულდა. „პსჟ" ამ სეზონში ლიგა 1-ში დაუმარცხებელია და 19 ტურის შემდეგ 47 ქულით ლიდერობს.
მატჩის დაწყებამდე კვარაცხელია გულშემატკივრებს წარუდგინეს - ქართველი მოთამაშის სახელს მთელი სტადიონი სკანდირებდა. კვარამ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მეტოქის მცველმა მის წინააღმდეგ დაშვებული უხეში დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი კვარაცხელიამ ახალ გუნდში პირველად გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – დასარტყმელ პოზიციაზე უსმან დემბელე დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მალე თავად კვარაცხელია შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – სწრაფი კონტრშეტევა კეიტო ნაკამურამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1.
ლუის ენრიკემ სადებიუტო შეხვედრაში კვარაცხელია სამ პოზიციაზე ათამაშა – ხვიჩამ შეხვედრა მარცხენა ფლანგზე დაიწყო, შემდეგ მწვრთნელმა მოედნის ცენტრში გადაიყვანა, ბოლოს კი ნომინალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშა. ქართველმა 83 წუთი ითამაშა და მენდეშთან ერთად მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა.
„პსჟ" მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
კვარაცხელია, რომელიც ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, მოედანზე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს.