იტალიაში 19 ქართველი ქალი ყალბი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის დააკავეს

© AP Photo / Cecilia Fabianoიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2025
გამოწერა
იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ამოღებულია 36 ყალბი დოკუმენტი.
უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესახებ, რომლებმაც თავი ევროკავშირის ქვეყნების მოქლაქეებად წარმოადგინესდა ჰქონდათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის) პირადობის მოწმობები საგადახადო კოდის მისაღებად.
ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ.
გამოძიების ვარაუდით, არსებობს კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაცია, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები.
იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.
ყველა ახალი ამბავი
0