დეპუტატი: რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდის

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშისაპარლამენტო ასამბლეის ხდომათა დარბაზი
საპარლამენტო ასამბლეის ხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2025
გამოწერა
ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, რომელიც 25-28 იანვრის პერიოდში იმართება
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნების“, განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ოპოზიციურმა ძალებმა - „ძლიერი საქართველო", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქციებს მიმართეს წერილით, არ დაადასტურონ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებები, რადგანაც იგი შედგება „მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან" და PACE-ს პოზიციას დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში გადამწყვეტი უწოდეს. მანამდე ორგანიზაციას მსგავსი თხოვნით კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ მიმართა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით მათი განცხადება და წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალი მანდატით არჩეულ „ქართულ ოცნებასთან“. დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომგებიანი არ იქნება“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25-28 იანვარს გაიმართება - საკითხის ინიცირება, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება, რის შემდეგაც მასზე კენჭისყრა გაიმართება. ქართული დელეგაცია სტრასბურგში ჩასვლას გეგმავს.
ევროპის საბჭო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მის წევრ-ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და კულტურული ურთიერთქმედებების სფეროში.
საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 47 სახელმწიფო შედის.
ყველა ახალი ამბავი
0