ფარიკაობა: ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© Fencing Federation Of GeorgiaГрузинский фехтовальщик Сандро Базадзе
Грузинский фехтовальщик Сандро Базадзе - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2025
გამოწერა
ტურნირში 253 მოფარიკავე ასპარეზობდა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი ჩატარდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„მზე ისევ ანათებს!.. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგით. მხოლოდ ერთი თვეა, რაც დავიწყე ვარჯიში ახალგუნდელებთან ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად შორს წავალთ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მადლობა ჩემს საქართველოს. გპირდებით, რომ ბევრი გამარჯვება გველოდება“, - დაწერა ბაზაძემ სოციალურ ქსელში.
ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების წევრები ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა.
ტურნირში 253 მოფარიკავე ასპარეზობდა.
ყველა ახალი ამბავი
0