ვერეს ხეობაში მაზუთის დაღვრის ფაქტზე საქმისწარმოება დაიწყო

© Мэрия Тбилисиვერეს ხეობა
ვერეს ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2025
გამოწერა
საქმისწარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმისწარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გაურკვეველ სითხეს, სავარაუდოდ, მაზუთს ღვრიან.
უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
საქმისწარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, განაცხადეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0