საქართველოში 102 დასახლებას ოფიციალურად კურორტის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerსაირმე
საირმე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2025
გამოწერა
სააგენტოს ფუნქციებში შევა ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაცია, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ დასახლებების სია, რომლებსაც კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ.
„კურორტების შესახებ“ დადგენილებით, კურორტის ოფიციალური სტატუსი მიენიჭა საქართველოს 102 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
102 დასახლებული პუნქტიდან 58 აღიარებულია ბალნეოლოგიურ ან კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად, დანარჩენი კი კლიმატურ კურორტად.
აღნიშნული კურორტები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია და იგი ვალდებული იქნება შექმნას კურორტების დეტალური რუკა და რეესტრი, სადაც მითითებული იქნება დასახლების ეკონომიკური მდგომარეობა, მცხოვრებთა რაოდენობა და კურორტის კეთილმოწყობის დონე.
ის ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს კურორტების განვითარებისთვის, ადგილებზე დაგეგმავს საზოგადოებრივ აქტივობებს, მოიწვევს ექსპერტებს და შეიმუშავებს განვითარების პოლიტიკას.
გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციას გაუწევს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობასა და კერძო სექტორს შორის და ითანამშრომლებს დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სააგენტოს ფუნქციებში ასევე შევა ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაცია, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
ყველა ახალი ამბავი
0