https://sputnik-georgia.com/20250125/gaeros-generalurma-mdivanma-mixeil-yavelasvils-prezidentad-arceva-miuloca-291883192.html
გაეროს გენერალურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
გაეროს გენერალურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ამერიკული მოდელით პირველად ჩატარდა. 25.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-25T16:28+0400
2025-01-25T16:28+0400
2025-01-25T16:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266250250_0:0:3482:1960_1920x0_80_0_0_f16b3bee6bedd7c04fdf05382fe7f09a.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.ყაველაშვილმა ფიცი 29 დეკემბერს დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. მან ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა. მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის, ბელარუსის, თურქმენეთისა და ჩინეთის ლიდერებმა.როგორც გუტერეში აღნიშნავს, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია.როგორც გაეროს გენერალური მდივანი წერს, ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს უჭერს.ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო.იმავდროულად, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ზურაბიშვილმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს პაროდია და პროვოკაცია უწოდა. ამასთან, ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ის არის ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქვეყანაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266250250_751:0:3482:2048_1920x0_80_0_0_5e18ba763ea00f7b6f90991279e7a0bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრეზიდენტი
გაეროს გენერალურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ამერიკული მოდელით პირველად ჩატარდა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ყაველაშვილმა ფიცი 29 დეკემბერს დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. მან ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა. მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის, ბელარუსის, თურქმენეთისა და ჩინეთის ლიდერებმა.
როგორც გუტერეში აღნიშნავს, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია.
„ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი. ერთად ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება, იმავდროულად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა“, -აღნიშნულია მილოცვის წერილში.
როგორც გაეროს გენერალური მდივანი წერს, ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს უჭერს.
ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო.
იმავდროულად, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ზურაბიშვილმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს პაროდია და პროვოკაცია უწოდა. ამასთან, ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ის არის ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქვეყანაში.