https://sputnik-georgia.com/20250125/gaeros-generalurma-mdivanma-kobaxizes-premieris-tanamdebobaze-danisvna-miuloca-291883330.html
გაეროს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
Sputnik საქართველო
ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელყოფს საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 25.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-25T18:05+0400
2025-01-25T18:05+0400
2025-01-25T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250919458_555:0:2891:1314_1920x0_80_0_0_0a8fd3d7c4fcf60f36e23f46cf286246.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელჰყოფს საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამან ოპოზიციას იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ დასავლეთმა არ აღიარა არჩევნები და ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად.გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.„მხარს ვუჭერ ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. დამატებით, მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა, იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250919458_737:0:2623:1414_1920x0_80_0_0_0e72717944c42ba006a18bf7d64933e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, გაერო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
გაეროს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელყოფს საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მისალოც წერილში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელჰყოფს საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამან ოპოზიციას იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ დასავლეთმა არ აღიარა არჩევნები და ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად.
„რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება პრიორიტეტად დარჩება, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით“, - წერს ანტონიო გუტერეში.
გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.
„მხარს ვუჭერ ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. დამატებით, მოგიწოდებთ, რომ თქვენს მთავრობასა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერულ თანასწორობას პრიორიტეტი მიანიჭოთ“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა, იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.