https://sputnik-georgia.com/20250125/agroturizmis-da-rvinis-turizmis-obieqtebis-registracia-saqartvelosi-detalebi-291882614.html
აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის ობიექტების რეგისტრაცია საქართველოში: დეტალები
აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის ობიექტების რეგისტრაცია საქართველოში: დეტალები
Sputnik საქართველო
საქართველოში სუბიექტის მიერ ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება. 25.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-25T14:52+0400
2025-01-25T14:52+0400
2025-01-25T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/74/241577434_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8188c5c273846681b71bbe1bdc057086.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ აგროტურიზმის ან ღვინის ტურიზმის სპეციალური სტატუსის მისაღებად ობიექტებისა და მეწარმეების რეგისტრაციის წესები დაადგინა.წესების მიხედვით, მეწარმეებს, რომლებსაც აგროტურიზმით ან ღვინის ტურიზმით სურთ დაკავდნენ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში რეგისტრაცია მოუწევთ. ამისათვის მათ უნდა შეიტანონ განაცხადი და დაამტკიცონ, რომ აკმაყოფილებენ იმ სტატუსს, რომლის მიღებაც სურთ.კერძოდ, აგროტურიზმის შემთხვევაში მეწარმემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში „მცირე ბიზნესის“ სტატუსით, ფლობდეს საკუთრებაში ან იჯარით ფერმას და ფერმერთა რეესტრში იყოს რეგისტრირებული.გარდა ამისა, აგროტურიზმის ობიექტის სტატუსის მოსაპოვებლად ფერმერმა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი სერვისი მის მიერ წარმოებული პროდუქტის გამოყენებით - განთავსება, კვებით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო ან შემეცნებითი, ან გასართობი ან რეკრეაციული აქტივობები.თავად ობიექტი უნდა იყოს კეთილმოწყობილი, აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ ნორმებს და ჰქონდეს ცალკე სანკვანძი ვიზიტორებისთვის.ღვინის ტურიზმის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ფერმერს ასევე უნდა ჰქონდეს მცირე ბიზნესის სერტიფიკატი, საკუთრებაში (ან სარგებლობის უფლებით) ჰქონდეს ვენახი, სადაც ადგილწარმოშობის ღვინოს აწარმოებს. „ღვინის გზის“ პროექტში ჩართული პირები ავტომატურად დარეგისტრირდებიან, თუ ისინი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებენ.კერძოდ, იმისათვის, რომ ღვინის ტურიზმის ობიექტის სტატუსის მისაღებად, ფერმერს უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ეზო ან მიწის ნაკვეთი, მარანი და სადეგუსტაციო ზონა, ცალკე სანკვანძი, რომელიც ღვინის მარნიდან მოშორებით უნდა იყოს განთავსებული.ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტრადიციული ჭურჭლით და არა პლასტმასის ჭურჭლით, დეგუსტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ასევე ტრადიციული ჭურჭელი.დაწესებულება შემდეგი სერვისებიდან მინიმუმ ორს უნდა სთავაზობდეს: ღვინის დეგუსტაცია, საკვებითა და ღვინით გამასპინძლება, ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, ტრადიციულ რთველში მონაწილეობის შესაძლებლობა.გარდა ამისა, ღვინის ტურიზმის ობიექტმა უნდა აწარმოებდეს იმდენ ღვინოს, რაც ტურისტებს მომსახურებისთვის მთელი წლის განმავლობაში იქნება საკმარისი. ერთ ტურისტზე დეგუსტაციისთვის 2,5 ლიტრი ღვინო იანგარიშება.ამასთან ობიექტი მთელი წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს და კვების შეთავაზების შემთხვევაში, მენიუც უნდა ჰქონდეს.საქართველოში სუბიექტის მიერ ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/74/241577434_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_270d8036150bafa234fa50aa2ce53a77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის ობიექტების რეგისტრაცია საქართველოში: დეტალები
საქართველოში სუბიექტის მიერ ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ აგროტურიზმის ან ღვინის ტურიზმის სპეციალური სტატუსის მისაღებად ობიექტებისა და მეწარმეების რეგისტრაციის წესები დაადგინა.
წესების მიხედვით, მეწარმეებს, რომლებსაც აგროტურიზმით ან ღვინის ტურიზმით სურთ დაკავდნენ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში რეგისტრაცია მოუწევთ. ამისათვის მათ უნდა შეიტანონ განაცხადი და დაამტკიცონ, რომ აკმაყოფილებენ იმ სტატუსს, რომლის მიღებაც სურთ.
კერძოდ, აგროტურიზმის შემთხვევაში მეწარმემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში „მცირე ბიზნესის“ სტატუსით, ფლობდეს საკუთრებაში ან იჯარით ფერმას და ფერმერთა რეესტრში იყოს რეგისტრირებული.
გარდა ამისა, აგროტურიზმის ობიექტის სტატუსის მოსაპოვებლად ფერმერმა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთი შემდეგი სერვისი მის მიერ წარმოებული პროდუქტის გამოყენებით - განთავსება, კვებით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო ან შემეცნებითი, ან გასართობი ან რეკრეაციული აქტივობები.
თავად ობიექტი უნდა იყოს კეთილმოწყობილი, აკმაყოფილებდეს ესთეტიკურ ნორმებს და ჰქონდეს ცალკე სანკვანძი ვიზიტორებისთვის.
ღვინის ტურიზმის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ფერმერს ასევე უნდა ჰქონდეს მცირე ბიზნესის სერტიფიკატი, საკუთრებაში (ან სარგებლობის უფლებით) ჰქონდეს ვენახი, სადაც ადგილწარმოშობის ღვინოს აწარმოებს. „ღვინის გზის“ პროექტში ჩართული პირები ავტომატურად დარეგისტრირდებიან, თუ ისინი გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებენ.
კერძოდ, იმისათვის, რომ ღვინის ტურიზმის ობიექტის სტატუსის მისაღებად, ფერმერს უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ეზო ან მიწის ნაკვეთი, მარანი და სადეგუსტაციო ზონა, ცალკე სანკვანძი, რომელიც ღვინის მარნიდან მოშორებით უნდა იყოს განთავსებული.
ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტრადიციული ჭურჭლით და არა პლასტმასის ჭურჭლით, დეგუსტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ასევე ტრადიციული ჭურჭელი.
დაწესებულება შემდეგი სერვისებიდან მინიმუმ ორს უნდა სთავაზობდეს: ღვინის დეგუსტაცია, საკვებითა და ღვინით გამასპინძლება, ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, ტრადიციულ რთველში მონაწილეობის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ღვინის ტურიზმის ობიექტმა უნდა აწარმოებდეს იმდენ ღვინოს, რაც ტურისტებს მომსახურებისთვის მთელი წლის განმავლობაში იქნება საკმარისი. ერთ ტურისტზე დეგუსტაციისთვის 2,5 ლიტრი ღვინო იანგარიშება.
ამასთან ობიექტი მთელი წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს და კვების შეთავაზების შემთხვევაში, მენიუც უნდა ჰქონდეს.
საქართველოში სუბიექტის მიერ ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება.