https://sputnik-georgia.com/20250124/turqmenetis-prezidentma-mixeil-yavelasvils-prezidentad-arceva-miuloca-291875220.html
თურქმენეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
თურქმენეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ამერიკული მოდელით პირველად ჩატარდა. 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T19:45+0400
2025-01-24T19:45+0400
2025-01-24T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქმენეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:30:858:513_1920x0_80_0_0_1239a8e1fa41ee362c09959ee62c4c13.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.ყაველაშვილმა ფიცი 29 დეკემბერს დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. მან ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა. მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის, ბელარუსის და ჩინეთის ლიდერებმა.თავის გზავნილში თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გულწრფელად უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები საქმეებსა და წამოწყებებში მეგობარი ქართველი ხალხის პროგრესისა და კეთილდღეობისთვის.ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო.იმავდროულად, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ზურაბიშვილმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს პაროდია და პროვოკაცია უწოდა. ამასთან, ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ის არის ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქვეყანაში.საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 19,7%-ით შემცირდა.
საქართველო
თურქმენეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:0:858:645_1920x0_80_0_0_19602b9712ddb6aec69ab817370f742f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი
თურქმენეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ამერიკული მოდელით პირველად ჩატარდა.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
ყაველაშვილმა ფიცი 29 დეკემბერს დადო და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. მან ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა. მანამდე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, სერბეთის, უნგრეთის, ბელარუსის და ჩინეთის ლიდერებმა.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ თურქმენეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და მათი შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების იმედი გვაქვს ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია ბერდიმუჰამედოვის გზავნილში ყავალაშვილის მიმართ.
თავის გზავნილში თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გულწრფელად უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები საქმეებსა და წამოწყებებში მეგობარი ქართველი ხალხის პროგრესისა და კეთილდღეობისთვის.
ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო.
იმავდროულად, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ზურაბიშვილმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს პაროდია და პროვოკაცია უწოდა. ამასთან, ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ის არის ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქვეყანაში.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 81 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელთან შედარებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 19,7%-ით შემცირდა.