https://sputnik-georgia.com/20250124/saqartvelo-sanqciebis-dawesebas-da-qveynis-ganadgurebas-ar-apirebs-premieri-291875550.html
საქართველო სანქციების დაწესებასა და ქვეყნის განადგურებას არ აპირებს - პრემიერი
საქართველო სანქციების დაწესებასა და ქვეყნის განადგურებას არ აპირებს - პრემიერი
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T21:22+0400
2025-01-24T21:22+0400
2025-01-24T21:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e15d98371cf30492bf7a21cdcc684d41.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, მათ შორის ეს სანქციების დაწესების საკითხს ეხება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება, მათ შორის სანქციების შემოღება, არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა დააკმაყოფილოს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო და უარყვეს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_119:0:1258:854_1920x0_80_0_0_bbd7a7be10e2ba78248964e7ad06709c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო სანქციების დაწესებასა და ქვეყნის განადგურებას არ აპირებს - პრემიერი
ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, მათ შორის ეს სანქციების დაწესების საკითხს ეხება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესება, მათ შორის სანქციების შემოღება, არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა დააკმაყოფილოს.
„სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო და უარყვეს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.