https://sputnik-georgia.com/20250124/ratom-movida-ianvarsi-gazis-gazrdili-gadasaxadi-energoombudsmeni-291871679.html
რატომ მოვიდა იანვარში გაზის გაზრდილი გადასახადი - ენერგოომბუდსმენი
რატომ მოვიდა იანვარში გაზის გაზრდილი გადასახადი - ენერგოომბუდსმენი
Sputnik საქართველო
იანვარში ბევრ მოქალაქეს გაზის უჩვეულოდ გაზრდილი გადასახადი მოუვიდა 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T12:27+0400
2025-01-24T12:27+0400
2025-01-24T12:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571524_0:159:3000:1847_1920x0_80_0_0_92218167db99453da1d15140ba2a187e.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იანვარში გაზის მაღალი გადასახადები უკავშირდება არა ტარიფების ზრდას, არამედ დაგვიანებით აღებულ ჩვენებებს, განაცხადა საქართველოს ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა.იანვარში ბევრ მოქალაქეს გაზის უჩვეულოდ გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწია ზამთრის თვეებში გაზის საშუალო თვიურ მოხმარებასთან შედარებით. საქართველოში გაზის საფასური დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ გაზის ინდივიდუალურ მოხმარებაზე და გამოითვლება სამიდან ერთ-ერთი კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით.გარდა ამისა, ომბუდსმენების თქმით, რიგ შემთხვევაში დაფიქსირდა ჩვენების არასწორი აღება, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.როგორ უნდა გაასაჩივროს მოქალაქემ გაზრდილი გადასახადიაბონენტმა უნდა მიმართოს განაცხადით ენერგოომბუდსმენს ან სემეკს. ამის გაკეთება შეუძლია კომისიის სოციალურ ქსელში ან ცხელ ხაზზე დარეკვით - 16216. ზარი ყველა მობილური ოპერატორისთვის უფასოა.მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ მომხმარებელი რეგისტრირებულია აბონენტად, ხოლო თუ ქირაობს საცხოვრებელ ფართს, განაცხადი ფართის მესაკუთრემ უნდა შეიტანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571524_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_a024b4c72fbcf3a07fa9094698e1e6e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რატომ მოვიდა იანვარში გაზის გაზრდილი გადასახადი - ენერგოომბუდსმენი
იანვარში ბევრ მოქალაქეს გაზის უჩვეულოდ გაზრდილი გადასახადი მოუვიდა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იანვარში გაზის მაღალი გადასახადები უკავშირდება არა ტარიფების ზრდას, არამედ დაგვიანებით აღებულ ჩვენებებს, განაცხადა საქართველოს ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა.
იანვარში ბევრ მოქალაქეს გაზის უჩვეულოდ გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწია ზამთრის თვეებში გაზის საშუალო თვიურ მოხმარებასთან შედარებით. საქართველოში გაზის საფასური დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ გაზის ინდივიდუალურ მოხმარებაზე და გამოითვლება სამიდან ერთ-ერთი კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით.
„ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ყველგან აღმოვაჩინეთ, რომ „სოკარ ჯორჯიას“, „საქორგგაზს“, და „თბილისი ენერჯისაც“ დაგვიანებით ჰქონდათ აღებული ჩვენებები მომხმარებელთან. ზოგადად, ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს ვიხდით 30 დღის მოხმარების მიხედვით. თუ კომპანია 30 დღის შემდეგ აიღებს ჩვენებებს, იქნება ეს 2-3-7 დღის შემდეგ აღებული ჩვენება, ნიშნავს რომ 30 დღეს რამდენიმე დღე ემატება, რაც იწვევს გადასახადის მომატებას“, - განაცხადა გულეიშვილმა.
გარდა ამისა, ომბუდსმენების თქმით, რიგ შემთხვევაში დაფიქსირდა ჩვენების არასწორი აღება, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
როგორ უნდა გაასაჩივროს მოქალაქემ გაზრდილი გადასახადი
აბონენტმა უნდა მიმართოს განაცხადით ენერგოომბუდსმენს ან სემეკს. ამის გაკეთება შეუძლია კომისიის სოციალურ ქსელში ან ცხელ ხაზზე დარეკვით - 16216. ზარი ყველა მობილური ოპერატორისთვის უფასოა.
მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ მომხმარებელი რეგისტრირებულია აბონენტად, ხოლო თუ ქირაობს საცხოვრებელ ფართს, განაცხადი ფართის მესაკუთრემ უნდა შეიტანოს.