https://sputnik-georgia.com/20250124/qutaisis-aeroportsi-mgzavrta-gadamyvani-kompaniebis-raodenoba-gaizarda-291874306.html
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადამყვანი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადამყვანი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს კიდევ ერთი კომპანია - “მეტრო ჯორჯია” შესთავაზებს. 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T17:24+0400
2025-01-24T17:24+0400
2025-01-24T17:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285721176_0:195:2049:1347_1920x0_80_0_0_61b65f4c3968338a8bb3b709f7f3d60e.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას უკვე სამი კომპანია უზრუნველყოფს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია - „მეტრო ჯორჯია” განახორციელებს.სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.კომპანია მგზავრებს უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას პირდება.„მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს.კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგ Metro-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს.„მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „მეტრო ჯორჯიასთან” პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285721176_0:3:2049:1539_1920x0_80_0_0_7f0bd3b5cd1a00e576ee6ee0a16af806.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , ტრანსპორტი საქართველოში
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადამყვანი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს კიდევ ერთი კომპანია - “მეტრო ჯორჯია” შესთავაზებს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას უკვე სამი კომპანია უზრუნველყოფს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრესთან“ ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია - „მეტრო ჯორჯია” განახორციელებს.
სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.
„შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია“, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ.
კომპანია მგზავრებს უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას პირდება.
„მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს.
კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგ Metro-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს.
„მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „მეტრო ჯორჯიასთან” პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
ბილეთების შეძენა კომპანიის
ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.