https://sputnik-georgia.com/20250124/mseneblobaze-moklul-27-wlis-mamakacs-ojaxi-12-ianvridan-ezebda-291875376.html
მშენებლობაზე მოკლულ 27 წლის მამაკაცს ოჯახი 12 იანვრიდან ეძებდა
მშენებლობაზე მოკლულ 27 წლის მამაკაცს ოჯახი 12 იანვრიდან ეძებდა
Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში მომხდარ მკვლელობას წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი უძღოდა. 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T20:37+0400
2025-01-24T20:37+0400
2025-01-24T20:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 27 წლის მამაკაცს, რომლის ცხედარიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე იპოვეს, ოჯახი და პოლიცია 12 იანვრის მერე მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.მათივე ცნობით, მოკლული ახალგაზრდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც ბოლო წლებში თბილისში, დედასთან ერთად ცხოვრობდა.ჯანგულაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს.ტელეკომპანიის ცნობით, ჯანგულაშვილის მკვლელობას წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი უძღოდა.ჯანგულაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 22 იანვარს 23 წლის მამაკაცი დააკავა.როგორც საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახალგაზრდა კაცი მოკლა, გვამი ლიფტის შახტში ჩააგდო და დაწვა.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს პროკურატურა
მშენებლობაზე მოკლულ 27 წლის მამაკაცს ოჯახი 12 იანვრიდან ეძებდა
ვაშლიჯვარში მომხდარ მკვლელობას წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 27 წლის მამაკაცს, რომლის ცხედარიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე იპოვეს, ოჯახი და პოლიცია 12 იანვრის მერე მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
მათივე ცნობით, მოკლული ახალგაზრდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც ბოლო წლებში თბილისში, დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ჯანგულაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჯანგულაშვილის მკვლელობას წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
ჯანგულაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 22 იანვარს 23 წლის მამაკაცი დააკავა.
როგორც საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახალგაზრდა კაცი მოკლა, გვამი ლიფტის შახტში ჩააგდო და დაწვა.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.