კახა კალაძე წყნეთის გზაზე გრუნტის დამჭერი კედლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2025
გამოწერა
ამ დროისთვის ობიექტზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე (წყნეთის გზატკეცილი), უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, გზის სავალ ნაწილზე საპრევენციო ღონისძიებების გატარება ამ ტერიტორიაზე არსებული ფერდის მდგომარეობიდან გამომდინარე გახდა საჭირო.
პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 70 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა.
სამუშაოებისთვის, რომელიც მარტის ბოლოს დასრულდება, 1,2 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ამ დროისთვის ობიექტზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას - გაჩენილი იყო ბზარები. პროექტით გათვალისწინებულია გზის ორზოლიანი მონაკვეთის მოწყობა, რადგან ამ ტერიტორიაზე ისეთი სივიწროვე იყო, ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა. მოეწყობა ტროტუარი და, რაც მთავარია, გადაადგილება იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ.
ყველა ახალი ამბავი
0