https://sputnik-georgia.com/20250124/es-saqartvelos-ariarebaa-natia-turnava-britanuli-gamocemis-statias-exmaureba-291874854.html
ეს საქართველოს აღიარებაა - ნათია თურნავა ბრიტანული გამოცემის სტატიას ეხმაურება
ეს საქართველოს აღიარებაა - ნათია თურნავა ბრიტანული გამოცემის სტატიას ეხმაურება
Sputnik საქართველო
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ისწრაფვის და გახდება კიდეც, მთელი რიგი მიმართულებებით, რეგიონის ლიდერი. 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T18:04+0400
2025-01-24T18:04+0400
2025-01-24T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_0:146:1800:1160_1920x0_80_0_0_94fc29d3890b01df0a2a78bc82fc6b23.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სტატია Capital Finance International-ში მთელი გუნდის აღიარებაა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი სტატიაში „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, პრობლემები და შესაძლებლობები“ წერს, რომ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ გარდაქმნებს, და ქვეყანა როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს შესაძლებლობებით მდიდარ დინამიურ და მიმზიდველ გარემოს სთავაზობს.მისი თქმით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კუთხით ეს, პირველ რიგში, არის დაბალი ინფლაცია და ინფლაციის ეფექტური მართვა რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით.„ეს არის საბანკო სექტორის სიძლიერე, სოლიდურობა, სანდოობა, ეს არის დედოლარიზაციის მიმართულებით გაწეული მცდელობები, რაც იცავს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს სავალუტო რყევებისგან. ძალისხმევა, რასაც ჩვენ ვწევთ, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და სანქციების შენარჩუნების მიმართულებით, აქაც ეს აღიარება გვაქვს Moneyval -ის მხრივ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.მისი თქმით, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ისწრაფვის და გახდება კიდეც, მთელი რიგი მიმართულებებით, რეგიონის ლიდერი.სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო პერსპექტიულ გზაზეა, მას ამოძრავებს ეკონომიკური მდგრადობის ფაქტორები, სტრატეგიული რეფორმები და ლიდერობა. მისი ძლიერი მხარეები - პრობლემების კონსტრუქციული გადაწყვეტა და ინკლუზიური საინვესტიციო კლიმატის შექმნა - საშუალებას აძლევს ქვეყანას სრულად განახორციელოს თავისი პოტენციალი. საქართველო სთავაზობს როგორც ბიზნესებს, ასევე ინვესტორებს შესაძლებლობებით მდიდარ დინამიურ და მიმზიდველ გარემოს.MONEYVAL-მა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. გარდა ამისა, საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ (Largely Compliant) გაუმჯობესდა.როგორც ადრე თურნავამ განაცხადა, MONEYVAL-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას და მათ შორის საქართველოს გააჩნია ასეთი მაღალი შეფასება.საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.გასული წლის სექტემბერში საქართველოში ვირტუალური აქტივების ყველა პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგის კუთხით ქვეყნის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.ტერორიზმთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კონტროლის სისტემა ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება. თავად ტერორიზმის დაფინანსება საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ფულის გათეთრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_379:134:1800:1199_1920x0_80_0_0_b07841b06324ec9a9ab9691f6a7d4b97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეს საქართველოს აღიარებაა - ნათია თურნავა ბრიტანული გამოცემის სტატიას ეხმაურება
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ისწრაფვის და გახდება კიდეც, მთელი რიგი მიმართულებებით, რეგიონის ლიდერი.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სტატია Capital Finance International-ში მთელი გუნდის აღიარებაა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი სტატიაში „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, პრობლემები და შესაძლებლობები“ წერს, რომ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო განიცდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ გარდაქმნებს, და ქვეყანა როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს შესაძლებლობებით მდიდარ დინამიურ და მიმზიდველ გარემოს სთავაზობს.
„ეს არის ჩვენი მთელი გუდის აღიარება, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე, ფინანსური დისციპლინა, სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კუთხით ეს, პირველ რიგში, არის დაბალი ინფლაცია და ინფლაციის ეფექტური მართვა რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით.
„ეს არის საბანკო სექტორის სიძლიერე, სოლიდურობა, სანდოობა, ეს არის დედოლარიზაციის მიმართულებით გაწეული მცდელობები, რაც იცავს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს სავალუტო რყევებისგან. ძალისხმევა, რასაც ჩვენ ვწევთ, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და სანქციების შენარჩუნების მიმართულებით, აქაც ეს აღიარება გვაქვს Moneyval -ის მხრივ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ისწრაფვის და გახდება კიდეც, მთელი რიგი მიმართულებებით, რეგიონის ლიდერი.
„იგივე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი თვალსაზრისით, ახლო პერსპექტივაში, რეგიონის ლიდერები ვიქნებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო პერსპექტიულ გზაზეა, მას ამოძრავებს ეკონომიკური მდგრადობის ფაქტორები, სტრატეგიული რეფორმები და ლიდერობა. მისი ძლიერი მხარეები - პრობლემების კონსტრუქციული გადაწყვეტა და ინკლუზიური საინვესტიციო კლიმატის შექმნა - საშუალებას აძლევს ქვეყანას სრულად განახორციელოს თავისი პოტენციალი. საქართველო სთავაზობს როგორც ბიზნესებს, ასევე ინვესტორებს შესაძლებლობებით მდიდარ დინამიურ და მიმზიდველ გარემოს.
MONEYVAL-მა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. გარდა ამისა, საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ (Largely Compliant) გაუმჯობესდა.
როგორც ადრე თურნავამ განაცხადა, MONEYVAL-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას და მათ შორის საქართველოს გააჩნია ასეთი მაღალი შეფასება.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.
გასული წლის სექტემბერში საქართველოში ვირტუალური აქტივების ყველა პროვაიდერი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგის კუთხით ქვეყნის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
ტერორიზმთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კონტროლის სისტემა ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება. თავად ტერორიზმის დაფინანსება საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ფულის გათეთრება.