https://sputnik-georgia.com/20250124/avtobusebsi-gadaxdis-aparatebi-alaparakdnen-tbilisis-meris-komentari-291872798.html
თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატები „ალაპარაკდნენ“ - თბილისის მერი კომენტარი
თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატები „ალაპარაკდნენ“ - თბილისის მერი კომენტარი
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება. 24.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-24T14:00+0400
2025-01-24T14:00+0400
2025-01-24T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268879344_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_215ca9cdc2126542886b1924b19838fd.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ გადახდის აპარატებზე, გადახდის სტანდარტული მოკლე სიგნალის ნაცვლად, ქალაქის მცხოვრებლებს ესმოდათ ზურაბ ჟვანიას ისტორიული გამოსვლის ფრაგმენტი „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, ამონარიდები მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას გამოსვლებიდან, „ქართული ოცნებისადმი“ მიძღვნილი საპროტესტო ჰიმნი ან აქციის დაშლის წინ სპეცრაზმის მოწოდება მომიტინგეებისადმი. ხარვეზის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.ამ დროისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268879344_138:340:2416:2048_1920x0_80_0_0_a67de1a55687b7f35861c0d60e78ec89.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, კახა კალაძე
თბილისის ავტობუსებში გადახდის აპარატები „ალაპარაკდნენ“ - თბილისის მერი კომენტარი
ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ გადახდის აპარატებზე, გადახდის სტანდარტული მოკლე სიგნალის ნაცვლად, ქალაქის მცხოვრებლებს ესმოდათ ზურაბ ჟვანიას ისტორიული გამოსვლის ფრაგმენტი „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, ამონარიდები მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას გამოსვლებიდან, „ქართული ოცნებისადმი“ მიძღვნილი საპროტესტო ჰიმნი ან აქციის დაშლის წინ სპეცრაზმის მოწოდება მომიტინგეებისადმი. ხარვეზის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.