https://sputnik-georgia.com/20250123/saqartvelo-espanetsi-saertasoriso-turistul-gamofenasi-monawileobs-291861405.html
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს. 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T15:58+0400
2025-01-23T15:58+0400
2025-01-23T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285882076_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_e42e0c8ab9fc4a5bda8459650fb65f69.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მადრიდში, საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომაძის განცხადებით, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს.FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.5 დღის განმავლობაში გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი „ნუნუკა“ (Nunuka) გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი.FITUR Madrid 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა.გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით. კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego და ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.FITUR-2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძემ აღნიშნა, FITUR-ზე ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება აჭარის ტურისტული პოტენციალით, წელსაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა.იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის მამუკა ქარქაშაძის თქმით, იმერეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ორი პირდაპირი ფრენა ესპანეთში, მადრიდსა და ბარსელონაში.„სტატისტიკურადაც, მომართვიანობა გაორმაგებულია ესპანელების მხრიდან, შესაბამისად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმერეთის წარდგენა და ამ გამოფენაში მონაწილეობა“, - აღნიშნა მამუკა ქარქაშაძემ.FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285882076_60:0:1197:853_1920x0_80_0_0_bd7496fa1941392f3b75102c4309017b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
15:58 23.01.2025 (განახლებულია: 16:00 23.01.2025) საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მადრიდში, საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომაძის განცხადებით, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს.
„გამოფენის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები გავლენიან მედიასაშუალებებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეხვედრებს მართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნეს პარტნიორებთან, რომ საქართველოში ევროპიდან ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.
5 დღის განმავლობაში გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებს მადრიდში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ქართული რესტორანი „ნუნუკა“ (Nunuka) გაუმასპინძლდა. გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ალექსანდრე ჭკუასელი.
FITUR Madrid 2025-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით. კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego და ესპანეთის მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.
FITUR-2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარდგენილი.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძემ აღნიშნა, FITUR-ზე ყოველთვის დიდი იყო დაინტერესება აჭარის ტურისტული პოტენციალით, წელსაც შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა.
„გამოფენის ვიზიტორებს აქტიურად ვაცნობთ როგორც მთის, ასევე ზღვის მიმართულებას. აჭარაში გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა ევროპიდან, მათ შორის ესპანეთიდან, შესაბამისად ამ გამოფენის შემდეგ ველოდებით ტურისტთა მატებას“, - განაცხადა კოპლატაძემ.
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის მამუკა ქარქაშაძის თქმით, იმერეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა, ვინაიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ორი პირდაპირი ფრენა ესპანეთში, მადრიდსა და ბარსელონაში.
„სტატისტიკურადაც, მომართვიანობა გაორმაგებულია ესპანელების მხრიდან, შესაბამისად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმერეთის წარდგენა და ამ გამოფენაში მონაწილეობა“, - აღნიშნა მამუკა ქარქაშაძემ.
FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.