https://sputnik-georgia.com/20250123/rogor-gaizrdeba-fasebi-saqartvelosi-2025-wels-prognozi-291856891.html
როგორ გაიზრდება ფასები საქართველოში 2025 წელს - პროგნოზები
როგორ გაიზრდება ფასები საქართველოში 2025 წელს - პროგნოზები
Sputnik საქართველო
2024 წლის დეკემბერში, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში გაიზარდა 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T10:42+0400
2025-01-23T10:42+0400
2025-01-23T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_0:0:3110:1750_1920x0_80_0_0_05ce026e73b4c6c9550b5f3426e41910.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. 2025 წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ფარგლებში დარჩება, ასეთია საქართველოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტების პროგნოზი.წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის დეკემბერი 2023 წლის დეკემბერთან) საქართველოში 1,9% შეადგინა - მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.TBC Capital-ის ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებენ ფასების ზრდას სამიზნე დონის ფარგლებში. მათი აზრით, ინფლაციაზე გავლენას მოახდენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა და იმ ერთჯერადი ფაქტორების შესუსტება, რამაც გავლენა ფასებზე 2024 წელს მოახდინა.ანალიტიკოსების აზრით, ინფლაცია კვლავ დარჩება მიზნობრივი 3%-ის დონის ფარგლებში.მიზნობრივ დონეზე ინფლაციის სტაბილიზაციაზე საუბრობს საქართველოს ეროვნული ბანკიც. მისი აზრით, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ტრანსპორტირებაზე ფასების მერყეობა ზრდის რისკებს, რამაც შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს.როგორ დასრულდა 2024 წელი2024 წლის დეკემბერში, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,7%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,9%), განათლების (5,1%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,6%) და ჯანდაცვის სფეროში (3,7%).წლიურად ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,7%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,2%), ტრანსპორტზე (1,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,9%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_23246f0b9f4153a5ba5dcc8229cade38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორ გაიზრდება ფასები საქართველოში 2025 წელს - პროგნოზები
2024 წლის დეკემბერში, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში გაიზარდა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. 2025 წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის - 3%-ის ფარგლებში დარჩება, ასეთია საქართველოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტების პროგნოზი.
წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის დეკემბერი 2023 წლის დეკემბერთან) საქართველოში 1,9% შეადგინა - მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
„არ მგონია, რომ ინფლაცია 3,5 %-ს გასცდება. ვფიქრობთ, დაახლოებით, 3-3,5% ის ფარგლებში ვიმოძრავებთ მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ.
TBC Capital-ის ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებენ ფასების ზრდას სამიზნე დონის ფარგლებში. მათი აზრით, ინფლაციაზე გავლენას მოახდენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა და იმ ერთჯერადი ფაქტორების შესუსტება, რამაც გავლენა ფასებზე 2024 წელს მოახდინა.
ანალიტიკოსების აზრით, ინფლაცია კვლავ დარჩება მიზნობრივი 3%-ის დონის ფარგლებში.
მიზნობრივ დონეზე ინფლაციის სტაბილიზაციაზე საუბრობს საქართველოს ეროვნული ბანკიც. მისი აზრით, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ტრანსპორტირებაზე ფასების მერყეობა ზრდის რისკებს, რამაც შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს.
2024 წლის დეკემბერში, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,7%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,9%), განათლების (5,1%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,6%) და ჯანდაცვის სფეროში (3,7%).
წლიურად ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,7%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,2%), ტრანსპორტზე (1,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (1,9%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).