https://sputnik-georgia.com/20250123/aamianebi-tqvenze-did-imedebs-amyareben-ilia-meorem-tramps-prezidentad-arceva-miuloca-291859946.html
ადამიანები თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ - ილია მეორემ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ადამიანები თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ - ილია მეორემ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დიდი ყურადღება დაუთმო ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T14:35+0400
2025-01-23T14:35+0400
2025-01-23T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხი მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ახლადარჩეული ლიდერის სურვილია, დაიცვას ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები.ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა. თავის გამოსვლაში მან დიდი ყურადღება დაუთმო ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მან განაცხადა, რომ ჯარში შეწყდება გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნების პროგრამები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობით და მდედრობითს.როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი დონალდ ტრამპმა ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთა, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.მანამდე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცეს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.ეს დონალდ ტრამპისთვის მეორე ინაუგურაციაა. პრეზიდენტის პოსტი მას პირველად 2017-2021 წლებში ეკავა. ტრამპი გახდა მეორე პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია 2020
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგუცია 2020
ადამიანები თქვენზე დიდ იმედებს ამყარებენ - ილია მეორემ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დიდი ყურადღება დაუთმო ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხი მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ახლადარჩეული ლიდერის სურვილია, დაიცვას ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები.
ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა. თავის გამოსვლაში მან დიდი ყურადღება დაუთმო ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მან განაცხადა, რომ ჯარში შეწყდება გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნების პროგრამები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობით და მდედრობითს.
„ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი დონალდ ტრამპმა ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთა, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.
მანამდე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცეს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
ეს დონალდ ტრამპისთვის მეორე ინაუგურაციაა. პრეზიდენტის პოსტი მას პირველად 2017-2021 წლებში ეკავა. ტრამპი გახდა მეორე პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა.