https://sputnik-georgia.com/20250123/-opec-davosi-ruset-ukrainis-konfliqti-291877934.html
ტრამპი OPEC-ს: თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი
ტრამპი OPEC-ს: თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე დისტანციურად გამოსვლისას განაცხადა, რომ აპირებს სთხოვოს OPEC-ს, შეამციროს... 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T21:14+0400
2025-01-23T21:14+0400
2025-01-24T23:18+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0d/286298088_735:694:2944:1937_1920x0_80_0_0_c73fc803b7820fed9ceb14993bb95419.jpg
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე დისტანციურად გამოსვლისას განაცხადა, რომ აპირებს სთხოვოს OPEC-ს, შეამციროს ნავთობის ფასები, რაც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას დაეხმარება, იუწყება მედია. ტრამპის თქმით, მისი გუნდის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმების დასადებად, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია. როგორც რუსეთში მიაჩნიათ, ტრამპის მხრიდან „ოპეკისთვის“ ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, გამოიყენოს ეს ორგანიზაცია რუსეთისთვის ულტიმატუმის წასაყენებლად, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას მიაღწიოს. მანამდე ტრამპი ახალი სანქციებისა და საბაჟო გადასახადების დაწესებით დაიმუქრა, თუ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს. ამერიკის ახალმა ლიდერმა მოუწოდა რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინაში კონფლიქტი და ბრძოლის გახანგრძლივების შესაძლო უარყოფით შედეგებზე გააფრთხილა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ საფრთხეებში ახალს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა თანაბარუფლებიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის თაობაზე სიგნალები აშშ-დან ჯერ არ მიუღია.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0d/286298088_788:551:2784:2048_1920x0_80_0_0_04fad385236795cc86403d13bcdee493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, დონალდ ტრამპი, დავოსის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, დონალდ ტრამპი, დავოსის ეკონომიკური ფორუმი
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე დისტანციურად გამოსვლისას განაცხადა, რომ აპირებს სთხოვოს OPEC-ს, შეამციროს ნავთობის ფასები, რაც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას დაეხმარება, იუწყება მედია.
„ვაპირებ, ვთხოვო საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობზე ფასის დაწევა. გულწრფელად მიკვირს, რატომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ეს არაკეთილგანწობილი დამოკიდებულებაა მათი მხრიდან. თუ ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება. <…> თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, მისი გუნდის ძალისხმევა კონფლიქტის მოსაგვარებლად უკვე დაწყებულია. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმების დასადებად, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია.
როგორც რუსეთში მიაჩნიათ, ტრამპის მხრიდან „ოპეკისთვის“ ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, გამოიყენოს ეს ორგანიზაცია რუსეთისთვის ულტიმატუმის წასაყენებლად, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას მიაღწიოს.
მანამდე ტრამპი ახალი სანქციებისა და საბაჟო გადასახადების დაწესებით დაიმუქრა, თუ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს. ამერიკის ახალმა ლიდერმა მოუწოდა რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინაში კონფლიქტი და ბრძოლის გახანგრძლივების შესაძლო უარყოფით შედეგებზე გააფრთხილა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ საფრთხეებში ახალს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა თანაბარუფლებიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის თაობაზე სიგნალები აშშ-დან ჯერ არ მიუღია.