https://sputnik-georgia.com/20250122/zarqua-da-jafaridze-80000-dolarit-daajarimes-291845629.html
ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლომ 80 ათასი დოლარით დააჯარიმა
ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლომ 80 ათასი დოლარით დააჯარიმა
Sputnik საქართველო
აბუ-დაბიში ქართველმა დეპუტატებმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა იჩხუბეს 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T13:02+0400
2025-01-22T13:02+0400
2025-01-22T13:17+0400
საქართველო
ქართული ოცნება
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/10/291771592_0:0:3103:1745_1920x0_80_0_0_70af540f992a2ec8c8b8c1e798b8d025.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც აბუ-დაბიში მოხდარი ჩხუბის გამო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 80 ათასი დოლარით დააჯარიმა, თბილისში დაბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე დაგელა სამხარაული ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა ლაშა გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ზარქუამ საჭმელი სახეში შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ზარქუასა და სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებსა და გაბიტაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აბუ-დაბიში ერთი პირი დააკავეს - დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, რომელიც სასტუმროში კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დეპუტატებს მხარი დაუჭირა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/10/291771592_49:0:2778:2047_1920x0_80_0_0_36c603e9b8f3b805ff188e2f343658c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლომ 80 ათასი დოლარით დააჯარიმა
13:02 22.01.2025 (განახლებულია: 13:17 22.01.2025) აბუ-დაბიში ქართველმა დეპუტატებმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა იჩხუბეს
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც აბუ-დაბიში მოხდარი ჩხუბის გამო არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასამართლომ 80 ათასი დოლარით დააჯარიმა, თბილისში დაბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში, სადაც „ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე დაგელა სამხარაული ისვენებდნენ, ინციდენტი მოხდა. ოპოზიციურად განწყობილმა ლაშა გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებდა, მათ უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ჩხუბი დაიწყო.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს სადილობის დროს ზარქუამ საჭმელი სახეში შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ზარქუასა და სანიკიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებსა და გაბიტაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე აბუ-დაბიში ერთი პირი დააკავეს - დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, რომელიც სასტუმროში კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დეპუტატებს მხარი დაუჭირა.