https://sputnik-georgia.com/20250122/sasamartlo-ganxilva-daiwyo-291853820.html
ტრანსგენდერის მკვლელობა თბილისში: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
ტრანსგენდერის მკვლელობა თბილისში: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
Sputnik საქართველო
საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიებას ბრალდების ყველა პუნქტთან მიმართებით საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T21:39+0400
2025-01-22T21:39+0400
2025-01-22T21:39+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში პირველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულის ადვოკატ ბექა ჯაიანის შუამდგომლობით დაიწყო - სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის პირველივე სხდომაზე დახურულიყო, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.ჯაიანს ბრალად ედება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკური ძალადობა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.მისი თქმით, ჯაიანი მკვლელობაში ბრალს აღიარებს, მაგრამ უარყოფს, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, იგი ასევე უარყოფს ბრალს აბრამიძის მიმართ სისტემატურ ძალადობაზე.საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას ბრალდების ყველა პუნქტთან მიმართებით საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია. აუდიოჩანაწერებიდან აშკარად ჩანს ის დამოკიდებულება და ქმედებები, რომლებიც ადასტურებს, რომ განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით მოხდა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ. შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 31 იანვარს გაიმართება.37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს დიდ დიღომში, საკუთარ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი 26 წლის მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა. მას სასამართლომ 20 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იგი სრულიად შერაცხადია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ტრანსგენდერის მკვლელობა თბილისში: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიებას ბრალდების ყველა პუნქტთან მიმართებით საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში პირველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულის ადვოკატ ბექა ჯაიანის შუამდგომლობით დაიწყო - სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის პირველივე სხდომაზე დახურულიყო, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ჯაიანს ბრალად ედება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ასევე გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკური ძალადობა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის დახურვის ან ნაწილობრივ დახურვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით გამოდიოდნენ. თუმცა, ჩვენ ამ შუამდგომლობას დავაყენებთ დასკვნითი სიტყვისა და ბრალდებულის რეპლიკისთვის", - განაცხადა ჯაიანის ადვოკატმა სალომე არდოტელმა.
მისი თქმით, ჯაიანი მკვლელობაში ბრალს აღიარებს, მაგრამ უარყოფს, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, იგი ასევე უარყოფს ბრალს აბრამიძის მიმართ სისტემატურ ძალადობაზე.
საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ გამოძიებას ბრალდების ყველა პუნქტთან მიმართებით საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
აუდიოჩანაწერებიდან აშკარად ჩანს ის დამოკიდებულება და ქმედებები, რომლებიც ადასტურებს, რომ განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით მოხდა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 31 იანვარს გაიმართება.
37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს დიდ დიღომში, საკუთარ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი 26 წლის მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა. მას სასამართლომ 20 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იგი სრულიად შერაცხადია.