https://sputnik-georgia.com/20250122/ramdens-daxarjavs-saxelmwipo-gvinis-popularizaciaze-291850961.html
რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე
რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე
Sputnik საქართველო
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T19:00+0400
2025-01-22T19:00+0400
2025-01-22T19:00+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 22 იანვარი— Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წელს 1,5 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კი 16 მლნ ლარს მიაღწია - 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს, 1,4 მლნ ლარით აღემატება.ამასთან, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.ჯამში, გასულ წელს საქართველომ 56 ქვეყანაში 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი გაიტანა - 53%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. ქვეყანამ ექსპორტისგან 289 მლნ (+47) დოლარი მიიღო.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს.
თბილისი, 22 იანვარი— Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წელს 1,5 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კი 16 მლნ ლარს მიაღწია - 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს, 1,4 მლნ ლარით აღემატება.
„2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ჯამში, გასულ წელს საქართველომ 56 ქვეყანაში 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი გაიტანა - 53%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. ქვეყანამ ექსპორტისგან 289 მლნ (+47) დოლარი მიიღო.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.