https://sputnik-georgia.com/20250122/ramdeni-ivachres-saqartvelom-da-rusetma-291842651.html
რამდენი ივაჭრეს საქართველომ და რუსეთმა 2024 წელს
რამდენი ივაჭრეს საქართველომ და რუსეთმა 2024 წელს
Sputnik საქართველო
რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T12:16+0400
2025-01-22T12:16+0400
2025-01-22T12:16+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904933_0:167:3000:1855_1920x0_80_0_0_ca6aa8b4384746e2d1f12b58b7b1d1f1.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".„საქსტატის" ინფორმაციით, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა.საქართველოდან რუსეთში 2024 წელს ექსპორტირებულია: 141,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 69,9 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 66,7 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 39,8 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები, ასევე 29,4 ათასი ტონა ხილი.რუსეთი რჩება საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდ მიმწოდებელად. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში რუსეთიდან 324,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 698,1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 650,7 ათასი ტონა გაზი, 199,8 ათას ტონაზე მეტი ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 41,8 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.2023 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904933_528:234:2877:1996_1920x0_80_0_0_ab899cc839cd4957b1cd12b188ac525d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ივაჭრეს საქართველომ და რუსეთმა 2024 წელს
რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
„საქსტატის" ინფორმაციით, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 681,5 | 3,7 |
იმპორტი | 1 849,8 | 6,0 |
სულ | 2 531,3 | 5,4 |
საქართველოდან რუსეთში 2024 წელს ექსპორტირებულია: 141,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 69,9 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 66,7 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 39,8 ათას ტონაზე მეტი სპირტიანი სასმელები, ასევე 29,4 ათასი ტონა ხილი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წელი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ღვინო | 182,6 | 8,5 |
სპირტიანი სასმელები | 154,7 | 129,6 |
მინერალური წყალი | 76,9 | 24,4 |
ლიმონათი | 61,7 | 1,5 |
ხილი | 32,2 | 14,2 |
რუსეთი რჩება საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდ მიმწოდებელად. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში რუსეთიდან 324,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წელი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
ნავთობპროდუქტები | 519,5 | -5,9 |
გაზი | 180,9 | 37,9 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 114,5 | 97,6 |
ხორბალი დამესლინი | 75,7 | 34,6 |
მზესუმზირის ზეთი | 44,6 | 13,8 |
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 698,1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 650,7 ათასი ტონა გაზი, 199,8 ათას ტონაზე მეტი ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 41,8 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.
2023 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.