https://sputnik-georgia.com/20250122/ragbis-nakrebi-evropis-chempionatistvis-emzadeba-291843351.html
„რაგბი ევროპის" ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
„რაგბი ევროპის" ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები თებერვალში „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T14:13+0400
2025-01-22T14:13+0400
2025-01-22T14:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151594_0:495:1546:1365_1920x0_80_0_0_817a16bd6ce718bcddd4f5e23c045835.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას იწყებს, იუწყება „პირველი არხი". „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მომავალი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - 37 მორაგბიდან 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. ნაკრების შემადგენლობაში რვა დებიუტანტია: კვაჭი - ირაკლი ქვათაძე, ბურჯი - ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები - თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი - გიორგი ხაინდრავა, ფრთები - შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი - დაჩი პაპუნაშვილი.საქართველოს ნაკრები თებერვალში „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.„ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ითამაშებენ. მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, ორის ნაცვლად, ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გავარდნა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151594_34:406:1313:1365_1920x0_80_0_0_ab280594e811612a3185d2b3a0414e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„რაგბი ევროპის" ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრები თებერვალში „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას იწყებს, იუწყება „პირველი არხი".
„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მომავალი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - 37 მორაგბიდან 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა.
ნაკრების შემადგენლობაში რვა დებიუტანტია: კვაჭი - ირაკლი ქვათაძე, ბურჯი - ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები - თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი - გიორგი ხაინდრავა, ფრთები - შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი - დაჩი პაპუნაშვილი.
საქართველოს ნაკრები თებერვალში „რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.
„ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ითამაშებენ. მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, ორის ნაცვლად, ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება.
უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გავარდნა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.