https://sputnik-georgia.com/20250122/muxianis-agarakebze-gzis-sapari-mowesrigdeba-291848899.html
მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგდება
მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T17:39+0400
2025-01-22T17:39+0400
2025-01-22T17:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1e/270923713_0:0:947:534_1920x0_80_0_0_bb16181af2fa98a570e2237db50702a7.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.თბილისის მერიამ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მისი თქმით, პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორცილდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა.„სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც“, - განაცხადა კალაძემ.მერის თქმით, გლდანის გამგეობა დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1e/270923713_224:0:947:542_1920x0_80_0_0_aa8f98ade62e967dda58fe388dd54e1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგდება
თბილისის მერიამ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
„მუხიანის აგარაკებზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. სიტუაცია გაუსაძლისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი კომუნიკაცია და გზა არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ვერ ახერხებდა გადაადგილებას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორცილდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, გლდანის გამგეობა დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.