https://sputnik-georgia.com/20250122/ministri-gvinis-eqsportidan-shemosavalze-291842230.html
თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი - მინისტრი ღვინის ექსპორტიდან რეკორდულ შემოსავლებზე
თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი - მინისტრი ღვინის ექსპორტიდან რეკორდულ შემოსავლებზე
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველომ 565 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან... 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T11:49+0400
2025-01-22T11:49+0400
2025-01-22T11:49+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cfdb39dd0dfd980d733c7a3bf7aeef37.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. რუსეთი წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2024 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა - მსოფლიოს 72 ქვეყანაში 276,1 მლნ დოლარის (+7%) ღირებულების 95 მლნ ლიტრამდე ღვინო (+6%) გავიდა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო გააგრძელებს დარგის მხარდაჭერას.„ღვინის კომპანიებს და მარნებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი პროდუქცია წარადგინონ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე, რომ გაზარდონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და შენარჩუნდეს ქვეყნის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის სტაბილური განვითარება", - განაცხადა სონღულაშვილმა.2024 წელს საქართველომ 565 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.ჯამში, გასულ წელს საქართველომ 56 ქვეყანაში 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი გაიტანა - 53%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. ქვეყანამ ექსპორტისგან 289 მლნ (+47) დოლარი მიიღო.ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 2024 წელს 16 მლნ ლარამდე გაიზრდება.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების 66,7ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 8,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f2209bb1984ea29a2b9d179d1d42385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი - მინისტრი ღვინის ექსპორტიდან რეკორდულ შემოსავლებზე
2024 წელს საქართველომ 565 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - 565 მილიონი დოლარი, რაც მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. რუსეთი წლების განმავლობაში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2024 წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა - მსოფლიოს 72 ქვეყანაში 276,1 მლნ დოლარის (+7%) ღირებულების 95 მლნ ლიტრამდე ღვინო (+6%) გავიდა.
„ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტირებულია 70 ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრები დივერსიფიცირებულია“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო გააგრძელებს დარგის მხარდაჭერას.
„ღვინის კომპანიებს და მარნებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი პროდუქცია წარადგინონ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე, რომ გაზარდონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და შენარჩუნდეს ქვეყნის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის სტაბილური განვითარება", - განაცხადა სონღულაშვილმა.
2024 წელს საქართველომ 565 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი განახორციელა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ჯამში, გასულ წელს საქართველომ 56 ქვეყანაში 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი გაიტანა - 53%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით. ქვეყანამ ექსპორტისგან 289 მლნ (+47) დოლარი მიიღო.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 2024 წელს 16 მლნ ლარამდე გაიზრდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების 66,7ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 8,5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშია კულტივირებული/ სადღაც 500 ჯიშს მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.