https://sputnik-georgia.com/20250122/meria-100-wlis-pireb-10000-larit-daexmareba-291848333.html
თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს 10 ათასი ლარით დაეხმარება
თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს 10 ათასი ლარით დაეხმარება
Sputnik საქართველო
გასულ წელს ფულადი დახმარება 57-მა ხანდაზმულმა მიიღო 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T16:19+0400
2025-01-22T16:19+0400
2025-01-22T16:19+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264558451_0:0:3251:1830_1920x0_80_0_0_2d1b4283d99ce2d98a7bcb37ce6b0df3.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათას ლარს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ, დასძინა მერმა.თბილისის მერიამ გასულ წელს 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი დახმარება 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34- ს 101 და მეტი წელი შეუსრულდა.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი.როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264558451_357:0:3086:2047_1920x0_80_0_0_c980f22b41efdd9e2e01628b6ea4541c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს 10 ათასი ლარით დაეხმარება
გასულ წელს ფულადი დახმარება 57-მა ხანდაზმულმა მიიღო
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათას ლარს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ, დასძინა მერმა.
„ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 ათას ლარს გადასცემს.წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზარდოს და ხანდაზმულებს 10 ათასი ლარი გადავცეთ. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ გასულ წელს 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი დახმარება 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათგან 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34- ს 101 და მეტი წელი შეუსრულდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თანხის მისაღებად თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.