https://sputnik-georgia.com/20250122/kaxetis-gzatkecilze-ferdis-gamagreba-daiwyo-291845776.html
მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება დაიწყო
მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება დაიწყო
Sputnik საქართველო
ფერდის გამაგრების სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში დასრულდება. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T15:49+0400
2025-01-22T15:49+0400
2025-01-22T15:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 22 იანვარი— Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.მისი თქმით, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც.როგორც კალაძემ განაცხადა, ფერდის გამაგრების სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება დაიწყო
ფერდის გამაგრების სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში დასრულდება.
თბილისი, 22 იანვარი— Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს სამუშაოებს, რათა ავტომანქანებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
„დღეის მდგომარეობით, ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამაგრების სამუშაოები დავიწყოთ ფუნდამენტური ჩარევით, რათა პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო“, -- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც.
როგორც კალაძემ განაცხადა, ფერდის გამაგრების სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში დასრულდება.