https://sputnik-georgia.com/20250122/erovnuli-arqivi-restavratorta-asociaciis-wevri-gaxda-291849362.html
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
ასოციაციის წევრობა ეროვნულ არქივს შესაძლებლობას მისცემს მჭიდრო კავშირი დაამყაროს რესტავრატორთა მსოფლიო საზოგადოებასთან, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ... 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T17:00+0400
2025-01-22T17:00+0400
2025-01-22T17:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/27/238912772_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_302faeeec24fbbd77f52867aa1501447.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული არქივი წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი გახდა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, IADA-ში გაწევრიანება რესტავრაციის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვის კარგი საშუალებაა.ასოციაცია მსოფლიო მასშტაბით წიგნისა და ქაღალდის რესტავრაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს აერთიანებს. ეროვნული არქივი მუდმივად ზრუნავს რესტავრაციის ლაბორატორიის განვითარებაზე. რესტავრატორები მუშაობენ როგორც ეტრატზე, ისე ქაღალდის საფუძველზე შექმნილი ხელნაწერებისა და დოკუმენტების, წიგნების, მინიატურების, აფიშების, ნახაზების, ფოტოების აღდგენაზე, რაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება.საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/27/238912772_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_59c92c11b56917796299bf3749f91b23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ასოციაციის წევრობა ეროვნულ არქივს შესაძლებლობას მისცემს მჭიდრო კავშირი დაამყაროს რესტავრატორთა მსოფლიო საზოგადოებასთან, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული არქივი წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი გახდა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, IADA-ში გაწევრიანება რესტავრაციის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვის კარგი საშუალებაა.
ასოციაცია მსოფლიო მასშტაბით წიგნისა და ქაღალდის რესტავრაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს აერთიანებს.
ასოციაციის წევრობა ეროვნულ არქივს შესაძლებლობას მისცემს მჭიდრო კავშირი დაამყაროს რესტავრატორთა მსოფლიო საზოგადოებასთან, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ დაგეგმილ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. ასევე თანამშრომლობა გააღრმაოს პროფესიულ ორგანიზაციებთან, გაეცნოს პროფილურ გამოცემებსა და სხვა რესურსებს.
ეროვნული არქივი მუდმივად ზრუნავს რესტავრაციის ლაბორატორიის განვითარებაზე.
რესტავრატორები მუშაობენ როგორც ეტრატზე, ისე ქაღალდის საფუძველზე შექმნილი ხელნაწერებისა და დოკუმენტების, წიგნების, მინიატურების, აფიშების, ნახაზების, ფოტოების აღდგენაზე, რაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.