https://sputnik-georgia.com/20250122/avariuli-saxlebis-chanacvlebis-programa-291844826.html
ავარიული სახლების ჩანაცვლება - სამგორის რაიონში ორი პროექტი განხორციელდება
ავარიული სახლების ჩანაცვლება - სამგორის რაიონში ორი პროექტი განხორციელდება
Sputnik საქართველო
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს. 22.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-22T13:00+0400
2025-01-22T13:00+0400
2025-01-22T13:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264436964_0:511:2730:2047_1920x0_80_0_0_737f70b1ce939a187f580a0a07ff6fe6.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში ორი პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.კალაძის თქმით, საუბარია სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, შუამთის ქუჩა N40-ში მდებარე ავარიულ შენობაზე - აღნიშნულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით გაიყვანს.როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაზე.„აღნიშნული კორპუსში, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264436964_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_6138f1021bf6a44910f52bf2ecc81989.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ავარიული სახლების ჩანაცვლება - სამგორის რაიონში ორი პროექტი განხორციელდება
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში ორი პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
კალაძის თქმით, საუბარია სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, შუამთის ქუჩა N40-ში მდებარე ავარიულ შენობაზე - აღნიშნულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით გაიყვანს.
„პროექტის თანახმად, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი, ორი ერთეული კომერციული ფართი და 129 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 55 ბინა, გარემონტებული და მოწესრიგებული, გადაეცემათ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაზე.
„აღნიშნული კორპუსში, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.