https://sputnik-georgia.com/20250121/tbilisshi-sharl-aznavurisadmi-mizgvnili-koncerti-gaimarteba-291821411.html
თბილისში შარლ აზნავურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
თბილისში შარლ აზნავურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
Sputnik საქართველო
კონცერტის ორგანიზატორია საქართველოში სომხეთის საელჩო 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T14:00+0400
2025-01-21T14:00+0400
2025-01-21T14:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24021/82/240218267_0:83:1601:983_1920x0_80_0_0_cc4e4a05638bb5515c754949700408dd.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ფრანგი მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის შარლ აზნავურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე 21 იანვარს გაიმართება.კონცერტის სოლისტი, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება, საზოგადოებისთვის არპი-ალტოს სახელით ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი არპინე ტერ-პეტროსიანი იქნება.კონცერტის ორგანიზატორია საქართველოში სომხეთის საელჩო სასტუმრო Marriot-ის მხარდაჭერით.შარლ აზნავური 1924 წლის 22 მაისს პარიზში, ეთნიკური სომხების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციაში საქართველოდან წავიდა. მომღერლის მამა წარმოშობით ახალციხიდან იყო. მომღერალი 2018 წლის 1 ოქტომბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.აზნავური მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. ის პირველი ფრანგი შემსრულებელია, რომელმაც ევროპაში პირველი პლატინის დისკი მიიღო. ავტორია ათასზე მეტი სიმღერის, შესრულებული აქვს 60-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში.შარლ აზნავური ქართველი მსმენელის წინაშე 2012 წელს ახალციხეში რაბათის ციხის გახსნის ცერემონიაზე წარდგა. სწორედ მაშინ გაიმართა ფრანგი მომღერლის ვარსკვლავის გახსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24021/82/240218267_440:58:1600:928_1920x0_80_0_0_9adc48b364d8de1f242af6e80e5fb86b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში შარლ აზნავურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
კონცერტის ორგანიზატორია საქართველოში სომხეთის საელჩო
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ფრანგი მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის შარლ აზნავურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე 21 იანვარს გაიმართება.
კონცერტის სოლისტი, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება, საზოგადოებისთვის არპი-ალტოს სახელით ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი არპინე ტერ-პეტროსიანი იქნება.
კონცერტის ორგანიზატორია საქართველოში სომხეთის საელჩო სასტუმრო Marriot-ის მხარდაჭერით.
შარლ აზნავური 1924 წლის 22 მაისს პარიზში, ეთნიკური სომხების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში ემიგრაციაში საქართველოდან წავიდა. მომღერლის მამა წარმოშობით ახალციხიდან იყო. მომღერალი 2018 წლის 1 ოქტომბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აზნავური მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი იყო. ის პირველი ფრანგი შემსრულებელია, რომელმაც ევროპაში პირველი პლატინის დისკი მიიღო. ავტორია ათასზე მეტი სიმღერის, შესრულებული აქვს 60-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში.
შარლ აზნავური ქართველი მსმენელის წინაშე 2012 წელს ახალციხეში რაბათის ციხის გახსნის ცერემონიაზე წარდგა. სწორედ მაშინ გაიმართა ფრანგი მომღერლის ვარსკვლავის გახსნა.