https://sputnik-georgia.com/20250121/mzia-amaglobeli-patimrobashi-rcheba-291839010.html
ქართული ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებელი ციხეში რჩება
ქართული ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებელი ციხეში რჩება
Sputnik საქართველო
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება. 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T21:48+0400
2025-01-21T21:48+0400
2025-01-21T21:48+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261390409_0:199:1280:919_1920x0_80_0_0_46e52d0e114d4ede4119095620ee20e7.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - სარჩელის უარყოფის გამო, ამაღლობელი გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დარჩება.დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შერბილების შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც.მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ოპოზიციური ონლაინ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.თავად ამაღლობელი ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, სილის გაწნამდე დგებუაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261390409_0:221:985:960_1920x0_80_0_0_b885963feb226d9a19320e622f0ba3c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებელი ციხეში რჩება
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - სარჩელის უარყოფის გამო, ამაღლობელი გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დარჩება.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შერბილების შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.
ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოპოზიციური ონლაინ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
თავად ამაღლობელი ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, სილის გაწნამდე დგებუაძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო.