https://sputnik-georgia.com/20250121/kvaracxeliam-pirveli-varjishi-chaatara-291831916.html
კვარაცხელიამ „პსჟ"-ის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
კვარაცხელიამ „პსჟ"-ის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
Sputnik საქართველო
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია მინდორზე 7-ნომრიანი მაისურით გამოვა 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T15:49+0400
2025-01-21T15:49+0400
2025-01-21T15:49+0400
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს სიამაყე
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/15/291830799_478:452:2000:1308_1920x0_80_0_0_eed26b8009e774020cc773e697b2e8a6.jpg
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა, იუწყება საფრანგეთის ნაკრების პრეს-სამსახური.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.„პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/2025 სეზონის ჩემპიონია. გუნდმა 18 მატჩში 46 ქულა დააგროვა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.კვარაცხელიას ტრანსფერი „პსჟ“-ში ყველაზე ძვირადღირებულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მანამდე ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ 24 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა.ბრიტანელებმა მამარდაშვილში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეკარე „ლივერპულში“ თამაშს ოფიციალურად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ - 2025 წლის ზაფხულში დაიწყებს.კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/15/291830799_806:438:2000:1333_1920x0_80_0_0_6ffd70a40583a5bdd397c11aceb3fbe8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს სიამაყე, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს სიამაყე, სპორტი, ახალი ამბები
კვარაცხელიამ „პსჟ"-ის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია მინდორზე 7-ნომრიანი მაისურით გამოვა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა, იუწყება საფრანგეთის ნაკრების პრეს-სამსახური.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია სეზონში 11 მილიონ ევროს მიიღებს, „ნაპოლიში“ კი მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,8 მილიონი იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ითვლებოდა.
„პსჟ" ესპანელი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით უეფას ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, სადაც ფრანგები ინგლისურ „მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ოთხშაბათს, 22 იანვარს გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის, იგი გუნდს ვერ დაეხმარება. მისი დებიუტი„პსჟ"-ის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, 25 იანვარს, „რეიმსთან" შეხვედრაში შედგება.
„პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/2025 სეზონის ჩემპიონია. გუნდმა 18 მატჩში 46 ქულა დააგროვა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.
კვარაცხელიას ტრანსფერი „პსჟ“-ში ყველაზე ძვირადღირებულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მანამდე ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ 24 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა.
ბრიტანელებმა მამარდაშვილში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. მეკარე „ლივერპულში“ თამაშს ოფიციალურად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ - 2025 წლის ზაფხულში დაიწყებს.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.