https://sputnik-georgia.com/20250121/ioselianma-mzia-amaglobeli-moinaxula-291835095.html
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა
Sputnik საქართველო
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T20:22+0400
2025-01-21T20:22+0400
2025-01-21T20:22+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე დაწესებულებაში მყოფი ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლევან იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობელის განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა. ომბუდსმენმა ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისას და შემდგომ პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. საუბარი ასევე შეეხო ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.13 იანვარს პროკურატურამ ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქციები ყოველდღიურად იმართება.საქართველოს დიდი ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე დაწესებულებაში მყოფი ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლევან იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობელის განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა. ომბუდსმენმა ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისას და შემდგომ პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. საუბარი ასევე შეეხო ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
„სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.
13 იანვარს პროკურატურამ ამაღლობელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქციები ყოველდღიურად იმართება.
საქართველოს დიდი ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებას.