https://sputnik-georgia.com/20250121/dvalsihvili-ufc-reitingshi-dawinaurda-291835779.html
UFC-ის ყველა წონის განახლებულ საერთო რეიტინგში დვალიშვილი მეხუთე პოზიციაზეა
UFC-ის ყველა წონის განახლებულ საერთო რეიტინგში დვალიშვილი მეხუთე პოზიციაზეა
Sputnik საქართველო
მერაბ დვალიშვილმა კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ ორთაბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის... 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T19:49+0400
2025-01-21T19:49+0400
2025-01-21T19:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/15/291833496_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_23348d3e94643a4b44009d7d94430fc7.jpg
ТБИЛИСИ, 21 янв — Sputnik. კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა, იუწყება „პირველი არხი".19 იანვარს, ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ ორთაბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.ამასთან, დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.აღნიშნულ გამარჯვებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი:ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და მის კარიერაში პირველად დაიცვა.მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული - 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/15/291833496_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_76da8638bc43677407c4efcc7132b2a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
UFC-ის ყველა წონის განახლებულ საერთო რეიტინგში დვალიშვილი მეხუთე პოზიციაზეა
მერაბ დვალიშვილმა კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ ორთაბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ТБИЛИСИ, 21 янв — Sputnik.
კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა, იუწყება „პირველი არხი".
19 იანვარს, ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ ორთაბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ამასთან, დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
აღნიშნულ გამარჯვებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.
UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი:
11.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და მის კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული - 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.