https://sputnik-georgia.com/20250120/sasamartlom-okribelashvils-da-meparishvils-ganacheni-gamoutana-291821570.html
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T21:39+0400
2025-01-20T21:39+0400
2025-01-20T21:39+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა ორმა პირმა ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას - ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში სამი წლის ნაცვლად 10 თვეს გაატარებენ.საუბარია 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილზე, რომლებიც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციიდან ორი დღის შემდეგ, 16 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ დაამტკიცა.საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, სექტემბრის ამნისტიის შედეგად, ვადა 2,6 წლამდე შეუმცირდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ.ამასთან,1 წელი კი პირობით სასჯელად განესაზღვრათ, რაც ნიშნავს, რომ ორივე პირი საპატიმროში კიდევ 10 თვეს გაატარებს.მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, ორივე ბრალდებულმა განაცხადა - „დიახ“.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ისე რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.ამასთან, მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი აპირებენ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ.როგორც მეფარიშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ.საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო - კანონის მიღება მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მაშინ ადმინისტრაციული წესით 13 პირი დააკავეს.ორი დღის შემდეგ, 16 მაისს, ორი პირი დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 14 მაისს საპროტესტო აქციაზე ქონების ჯგუფური დაზიანების ბრალდებით. ამნისტია, 17 სექტემბერს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში 5 ათასზე მეტ პატიმარს შეეხო, მათგან 1 ათასზე მეტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, დანარჩენებს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანა
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა ორმა პირმა ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას - ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში სამი წლის ნაცვლად 10 თვეს გაატარებენ.
საუბარია 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილზე, რომლებიც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციიდან ორი დღის შემდეგ, 16 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, სექტემბრის ამნისტიის შედეგად, ვადა 2,6 წლამდე შეუმცირდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ.
ამასთან,1 წელი კი პირობით სასჯელად განესაზღვრათ, რაც ნიშნავს, რომ ორივე პირი საპატიმროში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, ორივე ბრალდებულმა განაცხადა - „დიახ“.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ისე რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
ამასთან, მეფარიშვილი და ოკრიბელაშვილი აპირებენ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ.
როგორც მეფარიშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ.
საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 14 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო - კანონის მიღება მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მაშინ ადმინისტრაციული წესით 13 პირი დააკავეს.
ორი დღის შემდეგ, 16 მაისს, ორი პირი დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 14 მაისს საპროტესტო აქციაზე ქონების ჯგუფური დაზიანების ბრალდებით.
ამნისტია, 17 სექტემბერს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში 5 ათასზე მეტ პატიმარს შეეხო, მათგან 1 ათასზე მეტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, დანარჩენებს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდათ.